ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონის ოდენობის გირაო შეეფარდა
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული 1 მილიონი ლარი 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე.
თავად ღარიბაშვილს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.