აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზვიად ცეკვავამ მიიღო. მას შსს გზის გადაკეტვას ედავებოდა.
„მე ქართველი ხალხის გულშემატკივარი ვარ ბოლომდე, რომელთა უფლებებიც ირღვევა, ივანიშვილი დიქტატურისკენ მიაქანებს საქართველოს“, - თქვა სადიგოვმა და აღნიშნა, რომ კვლავ მიიღებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობას.
აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს. ოჯახი და ადვოკატები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული