მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას ვულოცავ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
"ვულოცავთ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას! ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მის ხმას, არამედ თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულისკვეთებას - ქვეყნის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის". წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.