თბილისის საქალაქო სასამართლომ შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკავებული კახა მიქაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ კახა მიქაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
მანამდე 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა მის შვილს კონსტანტინე მიქაიას.
“მამები და შვილები გააგრძელებენ ერთად ბრძოლას, მამები და შვილები არ მისცემენ ბიძინას საქართველოს გარუსების შესაძებლობას! ყველა უნდა გავერთიანდეთ“, - თქვა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კახა მიქაიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი დააკავეს.