ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა mak.ge ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრია.
თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილი კაცი აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად ვარჯიშობდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ვარჯიშის დროს მოხდა საბედისწერო შემთხვევა. ოჯახის წევრები მას გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. გარდაცვლილი კი მას შემდეგ იპოვეს, რაც გზის პირას მისი ავტომობილი შენიშნეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.