მარიამ ლაშხი ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ მასზე დაწესებული სანქციების გასაჩივრებას გეგმავს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ მისი დასანქცირების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
მისი თქმით, ეს იქნება მისი რეაგირება უსამართლობაზე.
"მე პირადად ვარ დასანქცირებული ესტონეთის და ლიტვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიტვასთან ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა სხვა არაფერი გამიკეთებია. მიზეზი, როცა მოვიკითხე, მე მიზეზი ვერ გავიგე. მე ახლა უბრალოდ ვერ მოვიცალე ამისთვის, მაგრამ მინდა რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება. იურისტთან გავისაუბრებ და ამის მიხედვით მოვიქცევი, ალბათ, ჯერ თვითონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება.
[ეს არის რეაგირება, მე უბრალოდ მაქვს სურვილი რომ ყველაფერს მოჰყვეს ის... შეიძლება, მე საერთო ჰაერზე ავდგე და ვიღაც გამოვაცხადო ნონ გრატად, ახსნა განმარტების გარეშე და ამის უფლება აქვთ. ჩემი მხრიდან იქნება რეაგირება იმ უსამართლობაზე, რაც არის". - თქვა ლაშხმა TV პირველთან საუბრისას.