მადლიერი ვარ საქართველოსადმი ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
„მადლიერი ვარ საქართველოსადმი ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის - ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მათი მხარდაჭერა ახლა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი დემოკრატიის დასაცავად მუდმივ მშვიდობიან პროტესტს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.