„ჰამასი“ ბოლო ისრაელელ მძევლებს 24 საათის განმავლობაში გაათავისუფლებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ „ჰამასს“ კიდევ 20 ცოცხალი ისრაელელი მძევალი ჰყავს და მათ გათავისუფლებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში ელოდებიან.
ამის შესახებ ვენსმა ABC-ის ეთერში განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირას შუადღისას ისრაელსა და ეგვიპტეში გაფრენას გეგმავს, ხოლო ორშაბათს ისრაელის ქნესეთში მძევლების ოჯახებს შეხვდება.
„ვიმედოვნებთ, რომ მათ [მძევლებს] ცოცხლებს მომდევნო 24 საათის განმავლობაში ვიხილავთ, სავარაუდოდ, დღეს დილით, ამერიკის დროით, რაც, რა თქმა უნდა, მოგვიანებით მოხდება ისრაელში, მძევლები დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში. ვფიქრობ, ეს დიდი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა უნდა ამაყობდეს ჩვენი დიპლომატებით, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. ჩვენმა ქვეყანამ უნდა იამაყოს ჩვენი დიპლომატებით, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. ეს მართლაც დიდი მომენტია მსოფლიოსთვის, სწორედ ამიტომ მიდის პრეზიდენტი იქ, რათა ამ მძევლებთან ერთად აღნიშნოს ეს“, - დასძინა ვენსმა..
ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკული სამხედრო ძალები ათწლეულებია, რეგიონში იმყოფებიან ცენტრალური სარდლობის ფარგლებში და მათი ახალი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტის პირობების მონიტორინგი იქნება. თუმცა, ვენსმა უარყო ინფორმაცია, რომ ამერიკული ჯარები ღაზის ან ისრაელში მიწაზე განთავსდებიან.