მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია. ტოპტვინები აშკარად შენელდნენ”, - წერს პაპუაშვილი.