ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ლუკაშენკას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება მათი პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს ადასტურებს, ასევე ქვეყნის სუვერენული განვითარებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით თქვენს მიერ არჩეული კურსის მიმართ საზოგადოების ფართო მხარდაჭერას აღნიშნავს“, - ნათქვამია წერილში.
ამასთან, ლუკაშენკამ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ბელარუსის ერთგულებას ხაზი გაუსვა.
„მიმაჩნია, რომ ხალხის წარმომადგენლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ბელარუსსა და საქართველოს შორის რეგიონთაშორისი კავშირების გაფართოებაში და ახალი სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობენ“, - აღნიშნულია წერილში.