კლინიკა “ჰელსი კორში”, სადაც მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, საპოლიციო ძალები მივიდნენ.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. მათ განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რასთან დაკავშირებით შევიდნენ საავადმყოფოს შენობაში.
"აგრესიულად შემოვარდნენ, ერთი სიტყვაც არ გვიპასუხეს და შესულები არიან. რასაკვირველია, მოლოდინი იყო [დაკავების].
ვერ გეტყვით [როგორ გაგრძელდება], ყველაფერი უნდა დავალაგოთ თავში, რა მოხდა საერთოდ, რა იყო ეს ყველაფერი და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები," - განაცხადა პაატა ბურჭულაძის შვილმა.