თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს.
სრულად გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი.
მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: „როცა უსამართლობა ხდება კანონი წინააღმდეგობა ხდება მოვალეობა!“ მარშის მონაწილეებს აქვთ საქართველოს დროშები. ისინი სკანდირებენ: „საქართველო, საქართველო!“
ფოტო: ბაჩანა საჯაია