ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც არ ვასაჯაროებთ, - ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც არ ვასაჯაროებთ, ჩვენ მათი გეგმები ყველაფერი გავიგეთ, მათი მთელი სქემები, ერთი გეგმაც ვერ გაიგეს რა გვაქვს. აქ, ოთხ საათზე რომ შევიკრიბებით, გამოცხადდება რა გვაქვს და მერე ნახოს გადადგება თუ გაიქცევა. მე ერთი თხოვნა მაქვს, არ გაიქცე, იდექით, ბატონო ირაკლი და თქვენი თანამშრომელი რამდენიმე ადამიანი და ჩვენ განახებთ, რა გეგმა გვაქვს ჩვენ",- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.