კანონს თუ უპირისპირდები ქმედებებით, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დასჯადია, გადატრიალების და აჯანყების სცენარს წარმატების შანსი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი განაცხადა.
ვოლსკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ზვიად კუპრავას დაკავებაზე დაუსვეს კითხვა.
ვოლსკის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია, თუ ადამიანი თავისი განცხადებებითა და ქმედებებით კანონს უპირისპირდება.
„ზოგადად, შთაბეჭდილება რჩება, რომ თვითდაჭერის პროცესი გრძელდება. განგებ არღვევენ კანონს, გამოდიან ასეთი განცხადებებით, რომელსაც კონკრეტული ქმედებებიც ახლავთ, სახალხო მოწოდებით აჯანყების, დამხობის შესახებ და ა.შ. წარმატების შანსი არ აქვს იმას, რასაც ამბობენ, გადატრიალების და აჯანყების სცენარი მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ ამ 4 ოქტომბრის აქციას, მათ შორის, არის ზვიად კუპრავა. ის ცნობილია თავისი განცხადებებით, მოქმედებებით და დიდი ხანია მას ვიცნობთ როგორც ლევან ხაბეიშვილის გარკვეულ ვარიაციას. მეორე არის კანონი. თუ კანონს უპირისპირდები შენი განცხადებებით, ქმედებით, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დასჯადია”, - განაცხადა ვოლსკიმ.