4 წელი გავიდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან, რომელმაც პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში, ჩაჯდა პუტინის ციხეში, ივანიშვილის რეჟიმის საპყრობილეში და იქიდან საზოგადოებას მოუწოდა ბრძოლისკენ, ეს ბრძოლა გრძელდება დღემდე, რაც უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ 4 ოქტომბერს გამოვიდეთ ასი ათასობით და დავასრულოთ რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილმა პირადი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად გადადგა ეს ნაბიჯი და ჩამოვიდა საქართველოში, ჩაჯდა პუტინის ციხეში ივანიშვილის რეჟიმის საპყრობილეში და იქიდან საზოგადოებას მოუწოდა ბრძოლისკენ და ეს ბრძოლა გრძელდება დღემდე. დღეს არის პირველი ოქტომბერი, 4 წელი გავიდა რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ეს თარიღი კიდევ ერთი დამატებითი სტიმული და მოტივაცია უნდა იყოს 4 ოქტომბრისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ერთიანობით ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის რუსული რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოში. პირველი ოქტომბერი ასევე არის თარიღი, როდესაც რუსეთმა 13 წლის წინ განახორციელა რუსული სპეცოპერაცია საქართველოში და საზოგადოებას შევახსენებ პუტინის განცხადებას, რომ ის რაც ვერ შეძლო პუტინმა და რუსეთმა 2008 წლის ომის დროს, შეძლებს ქართველი ხალხი და მათ ჰქონდათ შესაბამისი გეგმა, ეს არის ციტატა და გთხოვთ ამოიღეთ პუტინის განცხადებიდან და სამწუხაროდ, საქართველოში აღმოჩნდნენ ადამიანები ივანიშვილის მეთაურობით, რომლებმაც ეს გეგმა განახორციელეს, ეს გეგმა თავიდან შეფარული იყო, მაგრამ ყოველ წელს ამ ყველაფერს ადასტურებდნენ და დღეს აღარ არსებობს კითხვები, არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ, რომ ქვეყანას მართავენ რუსები. ეს ყველაფერიც კიდევ ერთი დამატებითი სტიმული უნდა იყოს, რომ ხალხი გამოვიდეთ 4 ოქტომბერს ასი ათასობით ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანა შემოაბრუნოს ევროპისკენ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ ხალხის გამარჯვება ამ ქვეყანაში.” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.