საქართველოს დემოკრატიას კი არ აქვს უკუსვლა, ევროსაბჭოში აღარ დარჩათ ობიექტურობის, დემოკრატიის და რეალობის აღქმა, ერთადერთი მიზანი აქვთ, საქართველოში ის ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც მძვინვარე ომის დროს ომს გახსნის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხში ტყუილს ყიდიან და აღარ იყიდება, მათ შორის არც ევროპულ საზოგადოებაში.
„ევროსაბჭოში ვინც გვაკრიტიკებს, მოვუწოდებთ, ნუ არიან ახალგაზრდების ციხეში გარეკვის მენახირეები. სწორედ ეს ის ადამიანები არიან, ვინც ახალგაზრდებს ერეკებიან ციხეში. საქართველოს დემოკრატიას კი არ აქვს უკუსვლა, მათ აღარ დარჩათ ობიექტურობის, დემოკრატიის და რეალობის აღქმა. ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ საქართველოში ის ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც მძვინვარე ომის დროს ომს გახსნის. რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობენ, რომელ წესებზე, რომელ არჩევნებზე? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ახალგაზრდებს ციხეში ერეკებიან, რათა შემდეგ ტრიბუნასთან დადგნენ. რადგან მათი ტრიბუნა ევროპულია და მაღალია, ჰგონიათ, ყველა ტყუილი გაიყიდება. ხალხში ტყუილს ყიდიან და აღარ იყიდება, მათ შორის არც ევროპულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.