“გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!”- ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს.
ლევან ხაბეიშვილის გზავნილი საპატიმროდან მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ხალხს მოუწოდებს, 4 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში ტელევიზორთან და გამარჯვების აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ გამზირზე გავიდნენ.
ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე, არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან და ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა ადამიანი იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
შეგახსნებეთ, რომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოხდეს, რის შედეგადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გაისტუმრებენ.