მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა დონალდ ტუსკს მივსალმებოდი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დონალდ ტუსკთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „რუსეთის ხელში დაკარგული“ ჯერ კიდევ არ არის და ახლა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმაზე უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე.
„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა დონალდ ტუსკს მივსალმებოდი, ვარშავის ფორუმზე მისი შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. ზუსტად საკმარისი დრო მქონდა, რათა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის „რუსეთის ხელში დაკარგული“ და ახლა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმაზე უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.