„აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს“, გმირთა მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს.
„აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს“ - ამ სლოგანით გმირთა მოედნის მემორიალიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
ცოტა წინ ხნის ვითარება დაიძაბა მელიქიშვილის გამზირზე.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედნიდან მსვლელობით დაიძრნენ, მელიქიშვილის გამზირზე ამოსვლის დროს სავალი გზის სრული დაკავება მოისურვეს. ამ ფაქტს მათსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტამდე მსვლელობით მივლენ და გაჩერდებიან.
ფოტო: ტაბულა