„დღეს 27 სექტემბერია, 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია. დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები. - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველო შეძლებს თავის მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად მოახდინოს დეოკუპაცია და ყველა დევნილის და ლტოლვილის თავის სახლში დაბრუნება.
„დღეს 27 სექტემბერია, 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია. დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ - სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენი დაბრუნების გზა ჩვენ გვესახება, რომ არის საქართველოს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ამის მეშვეობით საქართველო შეძლებს თავის მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ყველა დევნილის და ლტოლვილის თავის სახლ-კარში დაბრუნება, ამისათვის კი საჭიროა საქართველოში გაბატონებული რუსეთის მეხუთე კოლონის, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ამიტომ ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირში და ჩვენი ვალია საქართველო გავათავისუფლოთ ჯერ თბილისში და შემდგომ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს სოხუმამდე და სოხუმის და აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ასევე ბუნებრივია დეოკუპაციამდე და გათავისუფლებამდე.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.