უკრაინელმა სამხედროებმა დააფიქსირეს ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა სადაზვერვო დრონების მიერ, რომლებიც სავარაუდოდ, უნგრული დრონები იყო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინის სამხედროებმა ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოსული სადაზვერვო დრონები დააფიქსირეს და ეს, სავარაუდოდ, უნგრული დრონები იყო. წინასწარი მონაცემებით, ისინი შესაძლოა უკრაინის სასაზღვრო რაიონებში სამრეწველო პოტენციალის შესახებ დაზვერვას ატარებდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს დაავალა, გადამოწმდეს ყველა არსებული მონაცემი და დაუყოვნებლივ მოხდეს თითოეული დაფიქსირებული ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.