ევროპელმა დიპლომატებმა პირად საუბრებში გააფრთხილეს კრემლი, რომ ნატო მზადაა უპასუხოს რუსული თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის შემდგომ დარღვევებს, მათ შორის მათი ჩამოგდებით. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
Bloomberg -ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოების ხელმძღვანელებმა შეშფოთება გამოთქვეს მოსკოვში გამართულ „დაძაბულ შეხვედრაზე“, რომელიც 19 სექტემბერს სამი რუსული გამანადგურებლის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უკავშირდება.
ევროპელმა დიპლომატებმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ მზად არიან გადამწყვეტი ზომები მიიღონ შემდგომი დარღვევების საპასუხოდ და განაცხადეს, რომ ესტონეთის წინააღმდეგ ინციდენტი [ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა] წინასწარგანზრახული იყო.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის წარმომადგენელმა ევროპელ დიპლომატებს განუცხადა, რომ ევროპაში საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებული ბოლო ინციდენტები „ყირიმზე უკრაინის თავდასხმებზე პასუხი იყო“, რაც თითქოს „ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“.
გამოცემა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ ინციდენტებს გულისხმობდა კრემლი.