“შალვა პაპუაშვილის მუქარა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს, - ამის შესახებ“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 300-დღიანმა პროტესტმა თავისი სიტყვა თქვა; ამიტომ 4 ოქტომბერს ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს
“შალვა პაპუაშვილის მორიგი მუქარა და ლანძღვა ჩვენი პარტნიორების, კიდევ ერთი ნიშანია, რომ დღეს “ქართულ ოცნებას” აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები. ეს ლეგიტიმაცია უზრუნველყო ქართველი ხალხის 300 დღიანმა პროტესტმა და ბრძოლამ სხვადასხვა ქალაქებში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 4 ოქტომბერს ვიყოთ ძალიან ბევრი, ერთიანები და საბოლოოდ გავაფორმოთ ქართველი ხალხის გამარჯვება დიქტატორულ რეჟიმზე. მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო იზოლაციის პროცესში ქართველი ხალხი იყოს ერთიანი, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და ბრძოლა ყოველთვის გაიმარჯვებს.” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „უკვე თითქმის ერთი წელია, ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. პაპუაშვილის თქმით, „ნაცვლად ჩიხში შეყვანისა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას“.