კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიასთან კოტრაქტით მომუშავე ვერტმფრენი დაცხრილეს, რომლის ბორტზედაც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"დაცხრილვის შედეგად, მისიის განის კონტიგენტის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები არ დაშავებულან", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "ეკიპაჟის პროფესიონალიზმის წყალობით, საფრენი აპარატის დაბლა დაშვება კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზევე მოხერხდა".