რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება შეიტანა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით!
კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, - წერს უილსონი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას უკრძალავს.
აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს.