აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანტიფაშისტური მოძრაობა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
„მოხარული ვარ, ვაცნობო ჩვენს მრავალრიცხოვან აშშ-ის პატრიოტებს, რომ „ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, მთავარ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ. ასევე, გავცემ მკაცრ რეკომენდაციას, რომ „ანტიფას“ დამფინანსებლები საფუძვლიანად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.