ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც დამაკავეთ, მინდა გესმოდეთ, არ არსებობს არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს იყო ჩემი პარტიის, ჩემი დაპირება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"მე ამის უფლება მაქვს, სახის ძვლები დამიმტვირეს -14 თვეა გასული. ჩემ გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი - ერთი ადამიანი მაინც არის დასჯილი?!
არ მაქვს უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს, მიიღებენ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯილდოს?
სადმე ნახეთ, რომ მე ყურში რამეს ვეუბნებოდი? ზურგს უკან ვუთხარი ვინმეს? ათასობით ადამიანმა გააზიარა ჩემი ეს დაპირება - დაიჭირეთ მაშინ ისინიც. გააჟღერეს იგივე პოლიტიკოსებმაც და საზოგადოებამ.
ორი თვე გავიდა ამ განცხადებიდან. რას ელოდებოდით, ჯიბეზე უნდა გამეკრა ხელი?
აქ ზის ჟურნალისტი ეთერში, როცა ბიუჯეტიდან ჯილდოს გაცემაზე ვსაუბრობდი, „პოსლეზე ჰპირდები, ლევან?“
მე გეტყვით, ეს სიტყვათა წყობა საიდან გაჩნდა - 13 წელია ვებრძვი კორუფციას. პროპაგანდას უნდა, თქვას, რომ ხაბეიშვილმა შესთავაზა. დაწერეს „ქრთამი“ - არასდროს არაფერს მოუყენებია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც „ქრთამია“!
ვინ მასამართლებს, ვინც 5 მილიონს დაპირდა თითოეულ სოფელს! კაცმა, რომელმაც სესხი გადუხადა ხალხს - ეს არ ყოფილა ქრთამი...
ჩემთვის ქრთამი პატიმრობაზე შეურაცხმყოფელია, ამიტომ ჩაწერეთ ქრთამი...“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" მიხვდნენ, რომ პროპაგანდა წააგეს და მეორე დღეს ჩაწერეს დამხობა.
მშვიდობიანი დამხობა არის ის, რაც მოხდა სომხეთში; ის, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში - რეჟიმი დაემხო, წავიდა სახლში და ჩაი დალია...
ბუნებაში არ არსებობს ქმედება და პატიმრობაში მიშვებთ?! სახლში რომ მიხვალთ, თქვენს თავთან თქვით, პოლიტიკური განცხადების გამო კაცი გავუშვი ციხეში...
ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება - მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. ყველამ ილაპარაკეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებაზე.
გადაწყვეტილება მიღებულია - ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმის შვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“ - თქვა ლევან ხაბეიშვილმა "რადიო თავისუფლების" მიხედვით.
მისი სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზმა ტაში დაუკრა და სხდომა დახურა.