ლევან ხაბეიშვილს აკავებენ იმის გამო, რომ პოლიციელებს მოუწოდა - 4 ოქტომბერს არ შეასრულონ უკანონო დავალება მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად, ის 200 000 დოლარს სთავაზობდა, ახლავე ვთავაზობთ 400 000-ს – გამოვიდნენ და დაგვაკავონ, ორმაგი მოგვცენ, არ გვეშინია რუსების.! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილს აკავებენ იმის გამო, რომ მოუწოდა პოლიციელებს, ე.წ მილიციელებს, რომ 4 ოქტომბერს არ შეასრულონ უკანონო დავალება მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად. ის 200 000 დოლარს სთავაზობდა, ახლავე ვთავაზობთ 400 000-ს – გამოვიდნენ და დაგვაკავონ, ორმაგი მოგვცენ, არ გვეშინია რუსების.! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი უკვე გამოტანილია.
“წარმოუდგენელი სიგიჟე მოვისმინეთ, ივანიშვილის რეჟიმისგანაც კი გასაკვირია. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა კორუფციას და ბევრი სკანდალური ფაქტი გახეთქილა მის მიერ და არაერთი თანამდებობის პირმა აგო მათ შორის პასუხი “ოცნებიდან” წასვლის შემდეგ და ფაქტი იყო წინა ბრიფინგი, რომ საკუთარი თავდაცვის მინისტრი დააკავეს და ლევან ხაბეიშვილს აკავებენ თურმე იმის გამო, მოუწოდა ე.წ პოლიციელებს, რომლებიც მილიციელებად არიან გადაქცეულები და ამ შავრაზმელებს, რომ არ შეასრულონ 4 ოქტომბერს უკანონო დავალება, მშვიდობიანი დემონსტრანტები არ დააბრმაონ, არ დაასახიჩრონ, არ დაარბიონ და ამის გამო სთავაზობდა 200 000 დოლარს, ახლავე ვპირდებით 400 000 დოლარს, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებებს, მარტო მე კი არა? ყველა ლიდერი ვპირდებით ორმაგს, გამოვიდნენ ახლა და დაგვაკავონ, ორმაგი მოგვცენ, არ გვეშინია ამ რუსების. ლევან ხაბეიშვილი კი არა, ყველა პოლიტიკოსი, ან ვინც იბრალებს პოლიტიკოსობას, ყველა რომ დაგვიჭიროთ, ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილია და დამარცხდება ეს მარაზმი, რომელიც ამდენი წელია გრძელდება ამ ქვეყანაში.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.