ცუდ ტენდენციას ვხედავთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საქართველო შეითრიონ და კიდევ ერთ საჯილდაო ქვად გახადონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ეს არ არის რეალური პრობლემა, შეკვეთილი პროცესია, რომლის უკან ფინანსური ინტერესები დგას, ეს პროცესიც ამის შესაბამისად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მცდელობაა, რომ ამერიკულ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია ნეგატიური მიმართულებით მოახდინონ. იქ ჩინეთის, ირანის და რუსეთის საკითხები მგრძნობიარეა. ამიტომ, საქართველოს საკითხს „ტენიან“ და ძაფების არასწორი გაბმა ხდება, რათა ადამიანების შეცდომაში შეყვანა მოხდეს. ცუდ ტენდენციას ვხედავთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საქართველო შეითრიონ და კიდევ ერთ საჯილდაო ქვად გახადონ. ამის მცდელობა იყო ამერიკა-რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში და ასევე ირანის მიმართულებითაც, რომ საქართველოს საკითხი იქაც ჩაესვათ. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, რომ საქართველო მიზეზი თუ საბაბი გახდეს დიდი დაპირისპირების. ვინმე თუ ხელს უწყობს, რომ საქართველოს საკითხი დიდი დაპირისპირებების საბაბი იყოს, ყოფილი პრეზიდენტი და ერთ-ერთი სეპარატისტული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავდაცვის ყოფილი მინისტრია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ჩვენი დროის „გმირები“ ვინ არიან. დიდი ალბათობით, ეს პროცესი ფინანსური ინტერესით ხდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.