ეუთო/ოდირის მოწვევა „ოცნების“ მხრიდან არის ტყუილი და მანიპულაცია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძის განცხადებით, ოქტომბერში ტარდება რუსული სპეცოპერაცია, არა არჩევნები და ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი, -
“ოცნების” მხრიდან მაშინ, როდესაც სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლებია რუსულ სპეცოპერაციამდე დარჩენილი ეუთო/ოდირის მოწვევა არის კიდევ ერთი ტყუილი და კიდევ ერთი მანიპულაცია. ჩვენ გვახსოვს მანამდე “ოცნების” განცხადებები ეუთო/ოდირთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ უკვე, რომ მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა ამოწურულია იმისი, რომ ეუთო/ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე მაშინ “ოცნებამ” გადაწყვიტა ფორმალურად, რომ მიმართოს ეუთო/ოდირს რაც მათი მხრიდან ისინი ცდილობენ შექმნან რაღაც ფარსი თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. ეუთო/ოდირის მხრიდან რომ ის პასუხი იქნებოდა რაც “ქართულმა ოცნებამ” ეს არის აბსოლუტურად ცხადი, რადგან მათი პრაქტიკიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც ძირითადი წინასაარჩევნო კამპანია გავლილია და იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც ეუთო/ოდირი მათ შორის გრძელვადიან დაკვირვებას აწარმოებს ხოლმე საარჩევნო კამპანიაზე, ემზადება ტექნიკურად და ა.შ. ამ მოცემულობაში, რა მოცემულობაც ახლა არის, ეუთო/ოდირის პასუხიც იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი “ოცნების” ამ მანიპულაციაზე.” - განაცხადა ანა წითლიძემ.