პეკინს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეჩერება „ბერკეტზე ხელის ერთი დაჭერით“, მაგრამ ახლა მისთვის უფრო მომგებიანია დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოს.
ეს მოსაზრება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხაილო პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, ჩინეთის გეოპოლიტიკური ოპონენტები სუსტდებიან, ხოლო მისი თანამგზავრების დამოკიდებულება, პირიქით, იზრდება და ეს ყველაფერი პირდაპირი ხარჯების გარეშე.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩინეთს აბსოლუტურად ესმის, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზაზე ერთადერთი ხელისშემშლელი რუსეთის ნების არქონაა.
«პეკინს შეუძლია ომის შეჩერება ბერკეტზე ხელის ერთი დაჭერით, მაგრამ მისთვის მაინც მომგებიანია დაკვირვება. გეოპოლიტიკური ოპონენტები სუსტდებიან, თანამგზავრები უფრო დამოკიდებულები ხდებიან - და ეს ყველაფერი პირდაპირი ხარჯების გარეშე...“, - დაწერა მან Telegram-არხზე.
პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ აშშ, თავის მხრივ, მოდერატორის სტატუსს უნდა დაუბრუნდეს და კრემლი აიძულოს, ომი დაასრულოს. ან უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო აღმოსავლეთისკენ გადაერთვება. ამავდროულად, პოდოლიაკმა გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნათლად აცნობიერებს ამ რისკებს. პოდოლიაკის თქმით, არავის სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც პრეზიდენტი, რომლის დროსაც ამერიკამ ლიდერობა დაკარგა.
„ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიური პროცესი ძლიერი აშშ-ს - აქტიური ევროპის - მტკიცე ნებისყოფის მქონე უკრაინის კონფიგურაციაში ჩინეთის მონაწილეობით გარდაუვალია....
მოლაპარაკებების გაგრძელების მოლოდინში, უკრაინა ასრულებს თავის საშინაო დავალებას: ჩვენ ვავითარებთ სამხედრო წარმოებას, ვითხოვთ და ვიღებთ იარაღს და ვქმნით უსაფრთხოების გარანტიებს. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის. მაგრამ არა რუსეთის ფედერაციის არაადეკვატური „მოთხოვნებისთვის“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.