„პუბლიკის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას, „პუბლიკის" ჟურნალისტს დაარტყეს და მობილური ტელეფონი წაართვეს.
„მელიქიშვილზე, „ქართული ოცნების“ შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს „პუბლიკის“ ჟურნალისტს დაარტყეს, რის შედეგადაც ტელეფონი გააგდებინეს, შემდეგ კი მობილური წაართვეს.
მობილური ტელეფონი წაართვეს „პუბლიკის" მეორე ჟურნალისტსაც“, - ნათქვამია „პუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.