უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვება მისი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადარჩენაა. ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, როდესაც ზელენსკიმ ჰკითხა, თუ როგორ გამოიყურება მისი ქვეყნის გამარჯვება, მან უპასუხა, რომ ეს უკრაინის გადარჩენაა.
„პუტინის მიზანი უკრაინის ოკუპაციაა... [პუტინს], რა თქმა უნდა, ჩვენი სრული ოკუპაცია სურს... მისთვის ეს გამარჯვებაა. და მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ ამის გაკეთება არ შეუძლია, გამარჯვება ჩვენს მხარესაა. ამიტომ, ჩვენთვის გადარჩენა გამარჯვებაა. რადგან ჩვენ გადავრჩებით ჩვენი იდენტობის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დამოუკიდებლობის წყალობით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.