ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიამ განაახლა დასავლეთ საქართველოში დიდ თოვლობის შედეგად გათიშული აბონენტების ნაწილის ენერგომომარაგება. ამ დროისთვის გათიშული რჩება 44 558 აბონენტი, კერძოდ, ხელვაჩაურში გათიშულია 180 აბონენტი, ქობულეთში - 6 781 აბონენტი, ზემო აჭარაში - 17 174 აბონენტი, ოზურგეთში - 5 291 აბონენტი, ჩოხატაურში - 9 000 აბონენტი და ლანჩხუთში 6 132 აბონენტი.
უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც განაპირობა ფიდერების ავარიული გათიშვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა.
რთული სამუშაო პირობების და მაღალმთიანი რელიეფის მიუხედავად, რომელიც აფერხებს სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინონ უამინდობით გამოწვეული დაზიანების ლოკალიზება და კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.