სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტს" კრედიტორები სასამართლოში უჩივიან. კრედიტორებმა დღეს აქციაც გამართეს. ისინი ყოველგვარი დამატებითი ვალდებულების გარეშე, მშენებლობის დასრულებას ან თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.
აქციას საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშიაც შეუერთდა. მისი განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", მობინადრეების უფლებების დაცვის მიზნით, მოლაპარაკების წარმართვას როგორც "ცენტრ პოინტის", ასევე "დექსუსის" ხელმძღვანელობასთან შეეცდება.
"ცენტრ პოინტის" კრედიტორების განცხადებით, მათ კომპანიასთან ხელშეკრულება ინდივიდუალურად გააფორმეს და სხვადასხვა რაოდენობის თანხა გადაიხადეს.
კომპანია "დექსუსმა" "ცენტრ პოინტის" ვალდებულებები 5 თვის წინ გადაიბარა. ის მობინადრეებისგან, მშენებლობის დასრულების პირობით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას მოითხოვს.