მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია - იმის გამო მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ჩვენი სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, ახალი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ, რაც გვქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ ჩვენ ამ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდით, არ შეგვიცვლია. ამის გამო მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.