არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სადაც ერთი აგური სამართლის დაიდო, დაიდო 11 აგური უსამართლობისაც. არც ნიკა კაციას სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ, მაგრამ არც იმ 11-ის და წინა დღის სასამართლოებზე არ იყო არანაირი მტკიცებულება. ყველა ეს ადამიანი არის უდანაშაულო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია გამართლდა.
"მინდა, მთელ საზოგადოებას, რომელიც ეს დღეები ასეთ ემოციებშია, მივულოცო ეს ერთი აგური სამართლისკენ გადადგმული. რაც ახლა მოვისმინეთ - ნიკა კაციას გამართლება მისი არაჩვეულებრივი სიტყვის შემდეგ, არის ყველასთვის დიდი სიხარული, რაც სჭირდება საზოგადოებას.
თუმცა, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, შეიძლება ეს იყოს რეჟიმის ქმედებების ერთერთი ახსნა, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სადაც ერთი აგური სამართლის დაიდო, დაიდო 11 აგური უსამართლობისაც. არც ნიკა კაციას სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ, მაგრამ არც იმ 11-ის და წინა დღის სასამართლოებზე არ იყო არანაირი მტკიცებულება. ყველა ეს ადამიანი არის უდანაშაულო.
ჩანს, რომ ეს სასამართლო არის მართული და ერთი აგური ან ორი აგური არ ნიშნავს იმას, რომ სხვები არიან დამნაშავეები. ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ არავინ არ არის დამნაშავე, არცერთი მტკიცებულება არ დევს არცერთ სხვა იმ საქმეში...
...ასე რომ ეს რჩება საბრძოლველი, სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი. დღეს დღის პირველ ნახევარში რაც ვნახეთ, მოსამართლე და მისი შუშის თვალები, გვიჩვენებს, რომ ეს არის მართული სასამართლო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.