თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსული“ რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს. 16 აქტივისტი, უმეტესობა ქალები, რომლებიც სინდისის პატიმრების წინააღმდეგ გამოტანილ დღევანდელ განაჩენებს აპროტესტებდნენ, ქუჩიდან წაიყვანეს. თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.