„მონებო, „წაეთრიეთ რუსეთში“, "წულუკიანის ღალატის აქტი",- ამ შეძახილების ფონზე უწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება. ასევე საკანონმდებლო ორგანოდან გამოსული დეპუტატების მისამართით ისმოდა შეძახილები: „ქვეყნის მოღალატეებო“.
აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.
„ვაპროტესტებთ, რომ თეა წულუკიანმა უკვე ოფიციალურად თქვა რომ ომი საქართველომ დაიწყო“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალურ დადგენილებას მიიღებს. პარლამენტის დადგენილების პროექტს 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდება და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამით კომისიის დასკვნა მთლიანად პარლამენტის დოკუმენტად იქცევა.
დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტს დღეს კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა წარუდგინა.
კადრი: "ტვ პირვლი"