აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს, დეველოპერებმა აჭარაში სამშენებლო ბიზნესის განვითარების შესახებ ანგარიში ჩააბარეს.
2010 წლის მონაცემებით მხოლოდ ბათუმში მშენებლობაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2 700 ნებართვაა გაცემული, ოფიციალური მონაცემებით კი ბათუმში მშენებლობა ერთი მილიონ 226 ათას კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ეს დინამიკა უნდა შენარჩუნდეს. "მეტი ინფორმაციისთვის საჭიროა სარეკლამო ბუკლეტების გავრცელება, როგორც რეგიონში ასევე მის ფარგლებს გარეთაც", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ამ დროისათვის აჭარაში მშენებარე სახლების მონაცემების ამსაცხველი ბუკლეტები სომხეთში, ბელორუსიაში, თუქეთსა და ისრაელში ვრცელდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიერ ბათუმში მშენებარე ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა.
აჭარის პირველმა პირმა დეველოპერები მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მიიღო. შეხვედრას ქალაქის მერი და ფინანსთა მინისტრი ესწრებოდნენ.