კიევში, "ბორისპოლის" აეროპორტში, აფრენის წინ ტექნიკური პრობლემა შეექმნა ქართული ავიაკომპანია "აირზენას" თვითმფრინავს.
ქართული ავიაკომპანია "ბორისპოლის" აეროპორტიდან ასრულებდა რეისს კიევი-ბათუმის მიმართულებით.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის აფრენამდე ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ხომალდის შასი დაზიანებული იყო. შესაბამისად თვითმფრინავის ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება რეისის შეჩერების შესახებ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი 2 თებერვალს უკრაინის დროთ 19:35 საათზე მოხდა.
თვითმფრინავის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დანგრეულია შასი, მარჯვენა საყრდენის ბორბლის ორი პნევმატიკი და დაზიანებულია მარჯვენა ჩამკეტი.
უკრაინის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე 46 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
ინციდენტისას არავინ დაშავებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას "გოსავიაადმინისტრაციის" სახელმწიფო კომისია აწარმოებს.