საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს 23 300 პატიმარი იხდის.
ამის შესახებ ადამიანის უფლებისა და იურიდიულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა.
"ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომლსაც სურს გაგება რამდენი პატიმარია დღეს საქართველოში შეუძლია სტატისტიკის ცენტრს მიმართოს და ინფორმაცია მიიღოს, რადგან ეს საჯაროა და არავინ არ მალავს. რამდენიმე დღის წინ სულ 23 300 პატიმარი გვყავდა", - აღნიშნა კალმახელიძემ.
ამასთან, მინისტრმა ყველას მოუწოდა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან ხშირად იძახიან, რომ თითქოს პატიმართა რაოდენობამ 50 000 - 60 000 ათას მიაღწია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.