თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში ბალახი იწვის, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.
„ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით. დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.