აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი, შაბათს კიევში გაემგზავრება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
ამის შესახებ Reuters-ის ჟურნალისტი გრემ სლეტერი წყაროებზე დაყრდნობით Х-ზე წერს.
„წყაროების ცნობით, უკრაინის ელჩი კიტ კელოგი ხვალ კიევში მიემგზავრება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიებზე დასასწრებად,“ - წერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტის თქმით, კელოგი ამ კვირაში ლიდერებთან დიპლომატიურ ძალისხმევასაც განიხილავს. ვიზიტი აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების ფონზე გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
მხარეები თავიანთი მოდელის დასრულებას მომავალი კვირის ბოლომდე გეგმავენ.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები თანხმდებიან, ორი დონისგან შედგება.