4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია, ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, რა შეუძლია ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„„ტიპებს“ ოპოზიციური პარტიის „ლიდერი“ რომ აწერიათ, Facebook-ზე 8-12 „ლაიქი“ რომ აქვთ და ჭკუას გვარიგებენ ტელევიზიით, რომ მხოლოდ მათ იციან ივანიშვილის დამარცხების გზა – თმენით, დალოდებით, დასვენებით (აგვისტოაო :))) ) და „გარედან“…
ოჯახის წევრები არ იწონებენ „ფეისბუქზე“ და „ინტელექტუალური“, სერიოზული სახით, როგორც „გამოცდილი“ პარტმუშაკი აფრქვევს სიჭკვიანეებს… აზრზე არ არიან, რა უნდათ, ან ვინ არიან, ან სად მიდიან… სიტყვა მშვიდობიანი დამხობის და მშვიდობიანი რევოლუციისაც კი ეშინიათ, მუხლებში „კვეთავთ“…
არ „მოიღალოთ“ ამ ხალხის ყურებით!!! 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია!!!ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, თუ რა შეუძლია ხალხს! დამხობა ივანიშვილს!!!“ – წერს ხაბეიშვილი.