მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა შესაძლოა დაკითხვაზე გამოიძახონ და მას მოსკოვის ბიუჯეტიდან 13 მილიარდი რუბლის დატაცებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის ბიუჯეტიდან 13 მილიარდი რუბლის დატაცების საქმესთან დაკავშირებით ელენა ბატურინა დაკითხვაზე გამოიძახონ, იმ შემთხვევაში თუკი ეს აუცილებელი იქნება", _ განაცხადა რუსეთის შს სამინისტროსთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი ანიჩინმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"თუ იქნება საფუძველი იმისა, რომ ბატურინა როგორღაც ამასთან არის დაკავშირებული, მას დავპატიჟებთ", _ განაცხადა ანიჩინმა.