“ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს პოლიტპატიმრების ყოველდღიური ბრძოლა და არჩილ მუსელიანცის მაგალითი.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
“ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება. ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი რამე, მათ შორის ის შემართება, რომელსაც ჩვემ ყოველდღიურად ვხედავთ სასამართლო დარბაზებში პოლიტიკური პატიმრების მხრიდან. ასევე არჩილ მუსელიანცი, როგორც გამოჩეული ახალგაზრდა, არის კიდევ ერთი მაგალითი ბრძოლის, არა მხოლოდ პოლიტპატიმრებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ჩართულია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისათვის, არჩილ მუსელიანცის განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს. მას პროკურატურა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება. მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.