სოხუმში შეიარაღებული ყაჩაღობა მოხდა. უცნობმა პირებმა სოხუმის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელფასი გაიტაცეს. მანქანა, რომელშიც 760 ათასი რუსული რუბლის ოდენობით ხელფასები გადაჰქონდათ სამმა უცნობმა ნიღბიანმა პირმა გააჩერა. ბოროტმოქმედები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ფულის გატაცების შემდეგ უცნობი პირები მიიმალნენ.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით, ავტომობილი, რომლითაც ბოროტმოქმედები გადაადგილდებოდნენ სამართალდამცავებმა სოხუმის მთასთან დამწვარი იპოვეს.
ავტომობილის მფლობელი დადგენილია, თუმცა გაირკვა ისიც, რომ ეს ავტომობილი გატაცებული იყო და ძებნაში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები