რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლონის აღიარების საკითხი ჯერ ჯერობით ბელორუსის პარლამენტის განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში შეტანილი არ არის. ეს განცხადება დღეს ბელორუსის პარლამენტის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ გუმინსკიმ გააკეთა.
"ეს საკითხი ჯერ ჯერობით პაროლამენტის განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში შეტანილი არ არის და არც წარმომადგენელთა პალატის საბჭოს განუხილავს",_ აცხადებს ვიქტორ გუმინსკი და დასძენს, რომ ბელორუსის წარმომადგენელტა პალატის მიმდინარე სესია 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ გუმინსკი იმ დელეგაციის შემადგელობაში იყო რომელიც გასულ კვირას საქართველოდან, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დაბრუნდა.
"ჩვენ ბევრი შთაბეჭდილება გვაქვს და ჩვენ მრავალი ობიექტური მოსაზრება დავაგროვეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, შევხვდით მოსახლეობის სხვა და სხვა ფენას და ხელისუფლების უმაღლეს პირებს. მოვინახულეთ დევნილთა ბანაკები და ბლოკ-საგუშაგოები",_ განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ბელორუსის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სერიოზული საკითხები, როგორებიცაა დევნილთა პრობლემები, საზღვარზე გადაშვების პრობლემები და სამედიცინო უზრუნველყოფის პრობლემები.
ამის მიუხედავად, ვიქტორ გუმინსკი მაინც მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ბელორუსის პარლამენტი მხოლოდ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.