კარგად შეხედეთ, აშშ-ს პრეზიდენტთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სსრკს-ს წარწერიანი მაისურით როგორ ჩავიდა და ჟურნალისტებთან როგორ პოზიორობს.თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ეს უწყინარი ხუმრობა ან პოლიტიკოსთა ანგლობაა და ამის უკან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი არ დგას, მას, უბრალოდ, ამ საქმის არაფერი ესმის, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, და ეხმიანება რუსეთის საგარეო სქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ალასკაში ჩასვლას, რა დროსაც მას ეცვა მაისური წარწერით: „СССР“ [სსრკ]
როგორც მელაშვილი წერს, დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების იდეაფიქსი იმპერიის აღდგენაა.
„იმ ადამიანებისთვის ვდებ ამ სურათს, ვისაც ჯერ კიდევ გულწრფელად სჯერა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი იქ ბანდერელების მიერ რუსულენოვანი მოსახლეობას ჩაგვრა იყო, რომ პუტინს სხვა გზა არ ჰქონდა და ამ ნაბიჯის გადადგმა სულწაწყმენდილმა დასავლეთმა აიძულა, რომ პუტინს საქართველოში შემოჭრა კი არ უნდოდა, მიშას საქიელმა იძულებული გახადა ეპასუხა და ა.შ.
კარგად შეხედეთ, აშშ-ს პრეზიდენტთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სსრკს-ს წარწერიანი მაისურით როგორ ჩავიდა და ჟურნალისტებთან როგორ პოზიორობს.
თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ეს უწყინარი ხუმრობა ან პოლიტიკოსთა ანგლობაა და ამის უკან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი არ დგას, მას, უბრალოდ, ამ საქმის არაფერი ესმის. უმაღლესი დონის უმნიშვნელოვანესი სამმიტების წინ საგარეო საქმეთა მინისტრები ასეთი პერფომანს შემთხვევით არ დგამენ. ჰოდა ის, ვინც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ თავის ქვეყნის პოლიტიკური მიზნების ასე მკაფიო, დაუფარავ ფორმაში დემონსტრირების შემდეგ, კიდევ ვერ მიხვდება, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ყველა ომის მიზანი, არა ვინმეს საქციელით პროვოცირებული, ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ საგარეო გამოწვევებზე იძულებითი პასუხია, არამედ იმპერიის აღდგენის მიზნით გადადგმული აბსოლუტურად ცივსისხლიანი, კარგად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი, ასეთებისთვის რამის ახსნას უბრალოდ აზრი აღარ აქვს.
დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების იდეაფიქსი იმპერიის აღდგენაა და ამ მიზნის მისაღწევ პოლიტიკაში ვერანაირად ვერ ჯდება ჩვენი საზოგადოების ნაწილის იმედი, რომ თუ "კარგად მოვიქცევით" პუტინი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. დღევანდელი რუსეთი პირობებში ეს შეუძლებელია. "პუტინიზმი" ვერ დაუშვებს იმპერიული კურსიდან გადახვევის და ვინმესთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცენდენტს. ერთადერთი რაც მან შეიძლება შეგვთავაზოს, მთელი ქართული სახელმწიფოს გადასვლა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ახლანდელ როლში, ამ ტერიტორიებთან რაღაც სახელმწიფოებრივი კავშირის ფორმალურად, ძალიან მყიფე ფორმით აღდგენით. ჩემი აზრით, ესაა მკაცრი რეალობა, რომლსაც გვსურს თუ არა თვალი უნდა გავუსწოროთ.
ამიტომ ვფიქრობ, მთელმა ერმა კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენი თავისუფლების, მშვიდობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლო გზა, ამ ომში რუსეთის დამარცხებასა და უკრაინა- დასავლეთის გამარჯვებაზე გადის. ჰოდა, სწორედ დღეს, როცა იმართება ტრამპის და პუტინის შეხვედრა: “Сла́ва Украи́не! Геро́ям сла́ва!"”- წერს მელაშვილი.